ჭაჭა კლასიკი
ყურძენი იკრიფება ხელით სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. გადამუშავდება ტრადიციული კახური მეთოდით, კლერტის გაცლის გარეშე. დაჭყლეტილი დურდო გადადის ფერმენტაციისთვის ქვევრებში. დუღილი მიმდინარეობს ტემპერატურული კონტროლის პირობებში, რის შემდეგაც მზა ღვინო დურდოსთან ერთად გადადის ტრადიციულ ქართულ ჭაჭის სახდელ აპარატში სადისტილაციოდ. მზა ჭაჭა კუპაჟირდება და ძველდება ერთი წლის განმავლობაში უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში.
Eng
Рус
