ქისი ქვევრი

ქარვისფერი მშრალი ღვინო, დამზადებულია კახეთის რეგიონის ქისტაურის მიკროზონაში მოყვანილი ქისის ჯიშის ყურძნისგან. წარმოებულია ტრადიციული კახური მეთოდით — ქვევრში, სადაც ბუნებრივად მიმდინარეობს როგორც დუღილი, ისე დაძველების პროცესი. ქვევრში დაძველების მინიმალური ვადაა 6 თვე.

ღვინის დეტალები

ღვინის ტიპი: კახური ტიპის სუფრის თეთრი მშრალი

მოსავლის წელი: 2022

ღვინის ტექნოლოგია:

ალკოჰოლი: 12,0%

რეგიონი: კახეთის რეგიონი, ქისტაურის მიკროზონა

დაძველების მეთოდი: 10 ტონა ჰექტარზე

ღვინის მახასიათებლები

ფერი: ინტენსიური ქარვისფერი

არომატი: ცოცხალი და მდიდარი ბუკეტი გარგრის, ატმისა და თაფლის ნატიფი ტონებით

პალეტი: წვნიანი და მდიდარი, კრემისებრი ტექსტურა, ხილის ჩირის აქცენტები, ხანგრძლივი დაბოლოებით