ქინძმარაული

ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო დამზადებული კახეთის რეგიონის ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავისგან. 5–7 დღიანი მაცერაციის დასრულების შემდეგ დუღილის პროცესი წყდება გაგრილებისა და ფილტრაციის გზით, რაც საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და ხალისი. დესერტული ხასიათის ღვინო, იდეალურია მიირთვათ ახალ ხილთან ერთად, ტკბილეულთან და ასევე, შესანიშნავად ერწყმის ცხარე ხორციან კერძებს, ცხარე ყველს და შოკოლადის დესერტებს.

ღვინის დეტალები

ღვინის ტიპი: კონტროლირებადი ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო

მოსავლის წელი: 2022

ღვინის ტექნოლოგია:

ალკოჰოლი: 12,0%

რეგიონი: ქინძმარაულის მიკროზონა, კახეთის რეგიონი

დაძველების მეთოდი: 8 ტონა ჰექტარზე

ღვინის მახასიათებლები

ფერი: მუქი ლალისფერი

არომატი: კომპლექსური ბუკეტი ალუბლისა და ჟოლოს, შავი მოცხარის ნოტებით

პალეტი: დომინირებს მაყვლისა და ალუბლის ნოტები