ხვანჭკარა
ბუნებრივი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, დამზადებული რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ხვანჭკარის მიკროზონაში მოყვანილი ავტოქთონური ჯიშებისგან. 5–7 დღიანი მაცერაციის დასრულების შემდეგ დუღილის პროცესი წყდება გაგრილებისა და ფილტრაციის გზით, რაც საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და ხალისი. შესანიშნავად ერწყმის მძაფრ ხორციან კერძებს, ცხარე ყველს და შოკოლადის დესერტებს.
Eng
Рус

