ფალავანი

baneri_206x150_erekle_ii_001

ჩვენი მეღვინეობის ისტორია XVIII საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II- მ არაგვის საერისთავო გაუქმა და ბეჟან ერისთავს  სოფელი ქისტაური უბოძა, სადაც ის შემდგომ დასახლდა. მან გააცოცხლა განადგურებული სოფელი და 1780 წლიდან კახეთში პოპულარული გახდა მისი მარანი. ერისთავი და მისი შთამომავლები არა მხოლოდ დაბრუნდნენ და გააძლიერდნენ მატერიალურად არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში. 

1888 წელს საქართველოში მოგზაურობისას იმპერატორმა ალექსანდრე III-მ თავად მოინახულა გენერალ-მაიორი, თავადი კიაზო ერისთავი. პურითა და ღვინით უფლისწული თიანეთიდან კახეთისკენ მიმავალ გზაზე იმპერატორს შეხვდა და შემდეგ იმპერატორი თავის სახელოვან მარანში მიიწვია. ცნობილია, რომ ამ მოგზაურობის შემდეგ ალექსანდრე III-მ საბოლოოდ მიატოვა დასავლური ღვინო და ამჯობინა მხოლოდ ქართული  ღვინო.

ერისთავების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, მარი ბროსე, ვაჟა ფშაველა, არნოლდ ზისერმანი და მრავალი სხვა გამოჩენილი ხელოვნების, მეცნიერებისა და პოლიტიკის ცნობილი მოღვაწეები. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კიაზო ერისთავის სახლი, ღვინის მარანი და ვენახები სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. ღვინოზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდებოდა და შემთხვევითობა არ არის, რომ ღვინის ტრადიციით ცნობილ ქისტაურში 1954 წელს აშენდა ახალი ღვინის ქარხანა.

 საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოდესღაც აყვავებული საწარმო განადგურდა და მის კედლებში სიცარიელემ დაისადგურა, თუმცა 1996 წელს, მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტმა, ანზორ ქიბროწაშვილმა, შეისყიდა ეს ოდესღაც ცნობილი და ღვინის ტრადიციებით გაჯერებული წარმოება და მას ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამ პერიოდისთვის მას უკვე ჰქონდა ღვინის წარმოება გორში, სადაც იმ დროისთვის ცნობილი ცქრიალა ღვინო – „REGINA TAMARA“ მზადდებოდა. ვინაიდან ის წარმოშობით ახმეტიდან იყო, მას გულით უნდოდა არ დაკარგულიყო მეღვინეობის ტრადიცია ქისტაურში.

სიახლეებისადმი და ინოვაციისკენ სწრაფვა, ფალავანის ღვინის ქარხნის  განუყოფელი ნაწილია დაარსების პირველი დღიდან. დღეს სწორედ ალაზნის ველისა და სამხრეთ კავკასიის კვეთაზე, სადაც თამარ მეფის ბრძანებით პირველი ვენახები გაშენდა, ვაგრძელებთ საქართველოს ღვინის რვაათასწლიან ისტორიას. 2012 წელს ახალმა თაობამ  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქისტაურში ღვინის წარმოება აგვეღორძინებინა. ეს რეკონსტრუქცია დღემდე მიმდინარეობს, რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება, მომხდარიყო არა ახალი ქარხნის აშენება, არამედ უკვე არსებული ქარხნის რესტავრაცია, რაც გაცილებით უფრო შრომატევადი და რთული ამოცანა აღმოჩნდა.აღსანიშნავია, რომ დღესაც, სამუშაოების დროს, ტერიტორიაზე, სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში ჩამარხულ ქვევრებს ვპოულობთ, რაც თანდათანობით უფრო გვიღვივებს სიამაყის გრძნობას და კიდევ ერთელ ვრწმუნდებით ჩვენი არჩევანის სისწორეში – შეგვენარჩუნებინა ქარხნისთვის, ძველი ტრადიციული იერსახე.