ფალავანი

ჩვენი მეღვინეობის ისტორია XVIII საუკუნის დასაწყისიდან იწყება.
ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II- მ არაგვის
საერისთავო გაუქმა და ბეჟან ერისთავს  სოფელი ქისტაური უბოძა, სადაც ის შემდგომ დასახლდა. მან გააცოცხლა განადგურებული სოფელი და 1780 წლიდან კახეთში პოპულარული გახდა მისი მარანი.

თეთრი მშრალი

საფერავი ქვევრი

საფერავი ქვევრი დამზადებულია ახმეტის მიკროზონის საფერავის ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული მეთოდით, სადაც  წითელი მშრალი ღვინოების ფერმენტაცია და დავარგება ხდება ქვევრში 6 თვის განმავლობაში.

თეთრი მშრალი

ქისი ქვევრი

ქისი ქვევრის ქარვისფერი მშრალი ღვინო მზადდება ქისტაურის მიკროზონაში (კახეთი) ამავე სახელწოდების ყურძნისაგან. ღვინო იქმნება ქართული თეთრი მშრალი ღვინოების დამზადების კლასიკური ტექნოლოგიით, როდესაც დუღილი და დაძველება ხდება ქვევრში – თიხის ქილებში, კახეთის მეღვინეობაში. ღვინო ქვევრში ძველდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

Previous
Next
გალერეა

დღესდღეობით ჩვენი კომპანია ფლობს საკუთარ  ვენახებს კახეთის სხვადასხვა მიკროზონებში. ჩვენი ღვინის წარმოებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს თითოეული თანამშრომელი.მეღვინეები ყურადღებით აკვირდებიან წარმოების პროცესს, ყურძნის კრეფვიდან ღვინის ჩამოსხმამდე, რაც ხელს უწყობს საბოლოო პროდუქტის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას და ეს აისახება სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებით. 

ფალავანი

ჩვენი ისტორია

1744

ერეკლე II, ქართლ-კახეთის მეფე

 ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II- მ არაგვის საერისთავო გაუქმა და ბეჟან ერისთავს  სოფელი ქისტაური უბოძა, სადაც ის შემდგომ დასახლდა. 

1888

იმპერატორი ალექსანდრე III

1888 წელს საქართველოში მოგზაურობისას იმპერატორმა ალექსანდრე III-მ თავად მოინახულა გენერალ-მაიორი, თავადი კიაზო ერისთავი.

1954

კიაზო ერისთავი

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კიაზო ერისთავის სახლი, ღვინის მარანი და ვენახები სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.

1995

ანზორ ქიბროწაშვილი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოდესღაც აყვავებული საწარმო განადგურდა და მის კედლებში სიცარიელემ დაისადგურა, თუმცა 1996 წელს, მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტმა, ანზორ ქიბროწაშვილმა, შეისყიდა ეს ოდესღაც ცნობილი და ღვინის ტრადიციებით გაჯერებული წარმოება და მას ახალი სიცოცხლე აჩუქა.

2012-

ფალავანი დღეს

2012 წელს ახალმა თაობამ  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქისტაურში ღვინის წარმოება აგვეღორძინებინა.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ

ჯილდოები