ჩინეთმა ევროპას ღვინის იმპორტზე შესაძლოა ტარიფები დაუწესოს

Facebook
Twitter
LinkedIn

ჩინეთმა ევროპას ღვინის იმპორტზე შესაძლოა ტარიფები დაუწესოს

ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მინიშნებები გააკეთეს, რომ ევროკავშირის ღვინოებსა და სხვა საქონელზე შესაძლოა დაწესდეს სადამსჯელო იმპორტის ტარიფები. სტატიას ცნობილი ღვინის ჟურნალი, decanter გვაცნობს. გაფრთხილება ჩინეთის სოციალური მედიის ანგარიშზე გავრცელდა, რომელიც მჭიდრო კავშირშია სახელმწიფო მედიასთან. როგორც Bloomberg იტყობინება, ეს ღვინოსა და რძის პროდუქტებს ეხება, როგორც სოფლის მეურნეობის ორ სექტორს, რომლებიც შეიძლება სამიზნე გახდეს. გაფრთხილება ასევე აცნობა ჩინეთის სავაჭრო პალატამ ევროკავშირს X- ზე. 18 მაისს პრესის განცხადებაში პალატამ განაცხადა, რომ ინფორმირებული იყო, რომ ჩინეთს აქვს „საკმარისი კონტრზომები“, თუ ევროკავშირი გააგრძელებს თავის ქმედებებს. ეს ორ მხარეს შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ნიშანია და აშკარა გახდება მას შემდეგ, რაც ევროკავშირი დაასრულებს გამოძიებას ჩინეთის შესაძლო სახელმწიფო სუბსიდიების შესახებ ელექტრომობილების სექტორისთვის. ამ წლის დასაწყისში ჩინეთმა გამოაცხადა ოფიციალური გამოძიება ევროკავშირიდან იმპორტირებული კონიაკის მიმართ.ნკონიაკის მწარმოებლები ჩინეთს მთავარ ბაზრად თვლიან, კონიაკის იმპორტის გამოძიებაზე შესაძლოა საუბარი ყოფილიყო მაშინ, როდესაც მაისის დასაწყისში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეწვია. მაკრონმა სისთვის ელისეს სასახლეში განსაკუთრებული ვახშამი გამართა. სუფრაზე შემდეგი სასმელები იყო გამოტანილი: Hennessy XO-ს და Martell Cordon Bleu XO-ს კონიაკები, Château Lafite Rothschild 2007 და Maison Edouard Delaunay-ის Corton-Charlemagne Grand Cru 2020, წერს გამოცემა vitisphere. შეგახსენებთ, ჩინეთი 2023 წელს მესამე უდიდესი ბაზარი იყო ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტისთვის 2023 წელს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ. ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო სააგენტო FEVS-მა განაცხადა, რომ გასულ წელს ჩინეთში მიწოდებამ თითქმის 1,2 მილიარდ ევროს მიაღწია, თუმცა ეს რიცხვი 6,2%-ით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. ღვინო – როგორც სავაჭრო დავების სამიზნე სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩინეთმა გამოაცხადა, რომ შეწყვეტს დამატებითი ტარიფების დაწესებას ავსტრალიური ღვინის იმპორტზე/ ტარიფები ზოგიერთ შემთხვევაში 200%-ზე მეტი იყო და პოლიტიკამ ფაქტობრივად დაბლოკა ავსტრალიური მარნები ჩინეთის ბაზარზე. მანამდე, ზოგიერთი ევროპული ღვინო აშშ-ს მიერ უფრო მაღალი ტარიფებით იყო განსაზღვრული, ევროპული Airbus-ისთვის გადახდილი სუბსიდიების გრძელვადიანი ბრძოლისას. ღვინის ინდუსტრიის ორგანოები კი ამასობაში ხშირად იმეორებენ, რომ მწარმოებლები და მომხმარებლები არ უნდა დაჯარიმდნენ სხვა სექტორებში სავაჭრო დავისას. ევროპულმა ინდუსტრიულმა ჯგუფმა CEEV-მა ამ კვირაში გამოაქვეყნა მანიფესტი ევროპის ღვინის სექტორის სამომავლო ცვლილებების შესახებ. მან ხაზი გაუსვა გეოპოლიტიკურ დავებს, როგორც მსოფლიო ღვინის ვაჭრობაში გაურკვევლობის ხელშემწყობ ფაქტორებს. ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ღვინის ექსპორტმა 2022-2023 წლებში გლობალურად 17,9 მილიარდი ევრო შეადგინა, 2004-2005 წლებში 3,9 მილიარდი ევროს შემდეგ რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია.